გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ხვალიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციებს იწყებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ხვალიდან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული აქციები დაიწყება.

მუმლაძის თქმით, სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ პროცესი დაეჩქარებინა, ერთი კვირით გადადო, რაც ნიშნავს, რომ „სააკაშვილი სიკვდილისთვის არის გაწირული“ და უმოქმედოდ ვერ იქნებიან.

როგორც მუმლაძე აცხადებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს „ფორმალური შესაძლებლობა ხელმოწერით გაათავისუფლოს“ მიხეილ სააკაშვილი.

„ჩვენ ვალდებული ვართ, უკვე ხვალიდან პერმანენტული აქციები დავიწყოთ სწორედ ამ ლოკაციაზე. მართალია აქ არის მორთული საახალწლოდ სივრცე არ გვეახალწლება, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ ციხეში, როცა საქართველოს დემოკრატიული მომავალი ნადგურდება, როდესაც ჩვენმა შვილებმა შესაძლოა, იცხოვრონ ჭაობში და ეს არის რუსული ჭაობი“, - აცხადებს მუმლაძე.

მუმლაძის თქმით, ხვალ დილიდან დეტალურ გეგმას წარადგენენ, რა ფორმით დაიწყება "უწყვეტი პროტესტი".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო