რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია

ქვემო ქართლის ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა ქვემო ქართლში სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა, წელს, ქვემო ქართლში 450-მდე პროექტი დაფინანსდა.

„ქვემო ქართლის რეგიონში დავათვალიერეთ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. წელს საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო, როგორც ამ რეგიონისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებისთვისაც. ქვემო ქართლში პროექტები დაფინანსდა სხვადასხვა პროგრამების მიერ, როგორიც არის მთის განვითარების ფონდი, რეგფონდი, სოფლის განვითარების პროგრამა, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონდი. 43 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზდა, საიდანაც დაფინანსდა 450 მდე პროექტი“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

„ქალაქ რუსთავში მიმდინარეობს დ.კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში შემოიღობება სკვერები, ტერიტორიაზე აშენდება მედიათეკა, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, ტრენაჟორები, საფეხმავლო და ველობილიკები, სკვერში არსებული მინი-სტადიონი რეაბილიტირდება და მოეწყობა საკალათბურთო მოედანი. ასევე, ქალაქ რუსთავში კონსტიტუციისა და ქაშაკაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს ტროტუარების, გარე განათების, გაზონის და სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები. რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ ეწყობა სკვერები.

გარდაბანში სოფელ აღთაკლიის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლნისში სიონის ქუჩაზე ეგება ქვაფენილი, აღმაშენებლის ქუჩაზე კეთილმოეწყობა კორპუსების ეზოები.

,,ქვემო ქართლში მოვინახულეთ როგორც გარდაბნის, ასევე რუსთავისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აღნიშნული პროექტები ხორციელდება, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან. დავათვალიერეთ, როგორც სკვერების, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია“, -განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო