საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამედიცინო ცენტრი „ჯეო ჰოსპიტალსი“ უკვე თბილისში ოპერირებს

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამედიცინო ცენტრი „ჯეო ჰოსპიტალსი“ უკვე თბილისში ემსახურება პაციენტებს.

ახალი მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც ,,ჯეო ჰოსპიტალს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის“ სახელის ქვეშ ემსახურება პაციენტებს, 250 საწოლზეა გათვლილი და მოიცავს სტაციონარული მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის პედიატრიას, ინსულტის მართვას, კარდიოლოგიას (ინტერვენციით), აბდომინურ და თორაკალურ ქირურგიას, ნეიროქირურგიას, ყბა-სახის ქირურგიას, ოტორინოლარინგოლოგიას, ორთოპედია-ტრავმატოლოგიას, გინეკოლოგიას და სხვა. კლინიკის ძირითად მიმართულებებს ხელმძღვანელობენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომელთაც წარმატებული სამედიცინო და აკადემიური კარიერა აქვთ. დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიაგნოსტიკური მომსახურების სრული სპექტრი, მათ შორის, მაგნიტურ-რეზონანსული (MRT) და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ენდოსკოპია და სხვა.

თბილისის „ჯეო ჰოსპიტალსის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში“ უზრუნველყოფილია პაციენტის მკურნალობის უწყვეტობა, რასაც გამართული გადაუდებელი დახმარების, თერაპიული/პედიატრიული, რეანიმაციული, ქირურგიული ერთეულები ემსახურება; თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 7 საოპერაციო თითქმის ყველა პროფილის ქირურგიული, მათ შორის, მცირეინვაზიური ჩარევის შესრულების საშუალებას იძლევა.

სამედიცინო ცენტრი ოფიციალურად გახსნეს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ზურაბ ქიტოშვილის განცხადებით, სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად, „ჯეო ჰოსპიტალსი“ მათი ხარისხის გაუმჯობესებაზეც ზრუნავს.

„2-წლიანი მუშაობის შედეგად ახალმა მენეჯმენტმა პაციენტებს მორიგი მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა. დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პედიატრიაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად ჩვენი მიზანი მათი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ხელშეწყობით, ინფექციების კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირებითა და პერსონალის უწყვეტი სწავლებით მიიღწევა“, - აღნიშნა „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინა კობახიძის განცხადებით, კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რამდენიმე სამედიცინო მიმართულებას, მათ შორის პედიატრიას.

„ეს კლინიკა წლებია ფუნქციონირებდა ქვეყანაში პირველი მულტიპროფილური კლინიკის სახელწოდებით და გვიხარია, რომ სწორედ „ჯეო ჰოსპიტალსის“ აქციონერებისა და ბორდის მეშვეობით მოხდა მისი შეძენა. საქართველოს თითქმის 10-ვე რეგიონში გვაქვს ამბულატორიული და სტაციონარული კლინიკები და ახლა უკვე ჰაბი თბილისში, სადაც თავმოყრილია სამედიცინო მომსახურებები. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი კლინიკებისთვის რეგიონებში, ისე თავისთავად ამ სექტორში მოღვაწე ყველა მოთამაშისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ მიზნად დავისახეთ რამდენიმე პროფილური სამედიცინო სერვისის განვითარება, მათ შორის ძალიან დიდ კონკურენციას გავუწევთ პედიატრიაში, სადაც 100 საწოლი იქნება მობილიზებული ნებისმიერი ნოზოლოგიისთვის როგორც დიაგნოსტიკურ, ისე ჰოსპიტალურ შემთხვევებში“, - აღნიშნა ნინა კობახიძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით სტანდარტები, რომელთა დანერგვაზეც „ჯეო ჰოსპიტალსი“ მუშაობს საქართველოს მოსახლეობისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

„კლინიკა, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ თბილისში შეიქმნა, მუშაობს სრული დატვირთვით და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი სტანდარტის დამკვიდრება სამედიცინო სექტორში, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ეს მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ასევე მრავალპროფილურ სერვისს როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ერთიან სივრცეშია შესაძლებელი როგორც ამბულატორიული გამოკვლევების ჩატარება, ასევე ჰოსპიტალური სერვისის მიღება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. ვფიქრობთ, რომ მაღალი ხარისხის დამკვიდრება არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ საქართველო გაერთიანდეს და გავიდეს საერთაშორისო სტანდარტზე და მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი ის სერვისი, რაც გლობალურად აღიარებულია,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ 25 სამედიცინო დაწესებულებითა და 900-ზე მეტი სტაციონარული საწოლით უკვე 11 წელზე მეტია საქართველოს 5 რეგიონში ჯანდაცვითი სერვისების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ამავდროულად, ქვეყნის მასშტაბით ის ჯანდაცვის საკადრო რესურსის მნიშვნელოვანი დამსაქმებელიცაა (კომპანიის დაწესებულებებში დასაქმებულია 4000-ზე მეტი თანამშრომელი). 2022 წლიდან „ჯეო ჰოსპიტალსს“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი შეემატა, რომელიც ქსელის მასშტაბით რეფერალის მიმღები კლინიკაა. ამასთან, თბილისის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის მზადების ერთ-ერთი მძლავრი ინსტიტუციაა, რომელშიც როგორც დიპლომამდელი, ასევე დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამები ხორციელდება.

(R)

რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2023
თეონა ლავრელაშვილი - ევროკავშირის ანგარიში თვითკმაყოფილებად არ უნდა ვაქციოთ, მთავარი „საშინაო დავალება“ არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მაქსიმალურად შესრულება
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა