სუბურბან საგურამო — როგორია ცხოვრება თბილისის ეროვნულ პარკთან

2023 წლის გაზაფხულიდან, თბილისის მახლობლად, სუბურბან საგურამო განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და მაცხოვრებლები სახლების მშენებლობას დაიწყებენ. სუბურბან საგურამო ურბანული სტილის პროექტია ქალაქგარეთ და იგი კომფორტულად ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას აერთიანებს. თუმცა, დახვეწილი შიდა ინფრასტრუქტურის გარდა, მიზეზები, რის გამოც სუბურბან საგურამოში ცხოვრებას ირჩევენ, ბევრია — მიმზიდველი ლანდშაფტიდან დაწყებული, დაუვიწყარი თავგადასავლებით დამთავრებული. და მაინც, როგორია, ცხოვრობდე პროექტში თბილისის ეროვნულ პარკთან და რა გელოდება სუბურბან საგურამოში შენი სახლის მიღმა?

სუბურბან საგურამოს პროექტი შანკევანის ფერდზე, თბილისის ცენტრიდან 32 კილომეტრში შენდება. სწორედ ადგილმდებარეობაა მთავარი უპირატესობა, რომელიც მას ქალაქგარეთ სხვა დასახლებებისგან გამოარჩევს. თავად პროექტი თანამედროვე, მასშტაბურ ინფრასტრუქტურას, ცენტრალურ პარკს, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციისთვის საჭირო სხვა უამრავ სივრცეს აერთიანებს, თუმცა ნამდვილ თავგადასავლებს მის მიმდებარე ტერიტორიებზეც აღმოაჩენთ — ესენია თბილისის ეროვნული პარკი და შანკევანის ფერდი, ადგილები, რომლებიც სასიამოვნო მოულოდნელობებსა და იშვიათ გამოცდილებებს იტევენ.

შანკევანი საგურამოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მიმზიდველი ადგილია. ამაში თავადაც დარწმუნდებით, როცა თქვენი სახლიდან საგურამოს ნაკრძალსა და კავკასიონის ქედზე 360-გრადუსიანი ხედები გადაიშლება. ამასთან, მეტი კომფორტის, სიგრილისა და სიმშვიდისთვის საცხოვრებლად შერჩეულია საუკეთესო ფერდი ჩრდილოეთით, მის ზემოთ კი ვრცელი მდელოა, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს პიკნიკის მოწყობას, დასვენებას, გასეირნებას და მრავალფეროვანი პეიზაჟებით ტკბობას შეძლებთ. სახლიდან 10-15 წუთის სავალზეა ტყე კიდევ უფრო მეტი მოსასვენებელი ადგილითა და საველოსიპედო თუ საფეხმავლო ბილიკებით, რაც განტვირთვასა და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ. ასე რომ პროექტის გარშემო არსებული ხელუხლებელი, უნიკალური ბუნება თქვენს მშვიდ განწყობაზე იზრუნებს, თავგადასავლებს გამოგაცდევინებთ და ჩვეულებრივ დღეებს არაჩვეულებრივად აქცევს.

სუბურბან საგურამოში მოხვედრა ძალიან მარტივია. გმირთა მოედნიდან 35 წუთში, საგურამოს ცენტრიდან კი — 5 წუთში აღმოჩნდებით ადგილზე, რომელიც ქალაქურ ცხოვრების სტილს დაგახვედრებთ და თან ხმაურისა და საცობებისგან დაგაღწევინებთ თავს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მძიმე სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია — გაიჭრა როგორც უბნის შიდა, ისე ძირითად გზასთან დამაკავშირებელი გზები, ასევე მოეწყო მუდმივი წყალმომარაგებისთვის საჭირო ჭაბურღილი. შესაბამისად, მაცხოვრებლები სახლების მშენებლობას გაზაფხულიდან დაიწყებენ.

სუბურბან საგურამო კომპანია Colliers-ის სუბურბანული პროექტების სერიის ფარგლებში ხორციელდება და მას მენეჯმენტს თავად Colliers უწევს. პროექტი 2023 წლის დეკემბერში სრულება, თუმცა ამ ტიპის საცხოვრებელი სივრცეების მოწყობა ლისის ტბის მიმდებარედაც იგეგმება.

suburban.ge | +99577 308 989 | contact@suburban.ge

(R)

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა