პაატა მანჯგალაძე - მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - ლაპარაკის ნაცვლად გადავიდეთ საქმეზე!

მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - ლაპარაკის ნაცვლად გადავიდეთ საქმეზე! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა და სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მიუთითა.

მისივე თქმით, გუშინ დადასტურდა ის საშინელი, მძიმე რეალობა, რომ 8 თვის მკურნალობის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

„ვიზუალურადაც ეტყობა, რომ ის ძალიან მძიმედ არის. ამერიკელმა ექსპერტმა ილაპარაკა, რომ პრეზიდენტს სასწრაფოდ სამკურნალოდ გადაყვანა სჭირდება, რადგან არ არის სრულად დასმული დიაგნოზები და შესაბამისად, ვერ ხერხდება მკურნალობა. ძირითად დაავადებებთან დაკავშირებით, რაც არის, სრულფასოვნად არ არის ჩატარებული კვლევა. ამიტომ სპეკულაციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, თითქოს სიმულაციას აქვს ადგილი. როგორ შეიძლება ადამიანმა სიმულაციით 50 კილოგრამი დაიკლო?! არ არსებობს სიმულაციით 50 კილოგრამის დაკლების შესაძლებლობა და მე ვეთანხმები და ვეხმიანები იმ წერილს, რომელიც ადამიანების ჯგუფმა გამოაქვეყნა, მათ შორის პრეზიდენტ მარგველაშვილმა, რომ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება და საზღვარგარეთ გადავიყვანოთ. მივმართავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - ქალბატონო სალომე, ექსპერტულ შეფასებებს დავანებოთ თავი, ყველამ იცის რა არის ევროპული დემოკრატია, ყველამ იცის რისი უფლება აქვს პრეზიდენტს და ლაპარაკის ნაცვლად გადავიდეთ საქმეზე!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო