გიორგი ონიანი - მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს, უნდა მიეცეს სიცოცხლის უფლება და ამაში ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, გიორგი ონიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, გააცნობიეროს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი ქვეყნის პრობლემაა. მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტს მოუწოდა, ამ საკითხზე გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს.

მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს, უნდა მიეცეს სიცოცხლის უფლება და ამაში ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ. ეს საკითხი გასცდა "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემას, რადგან ყველა კარგად ვხედავთ დასავლეთის პოზიციონირებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია და ევროპული

მომავალი მარტო ჩემს შვილს არ სჭირდება, თქვენს შვილებსაც სჭირდება და ნებისმიერს, ვინც საქართველოში სამომავლოდ თავის თავს ხედავს. არ უნდათ, ჩავრჩეთ იმ ჭაობში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თხოვნა მექნება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, გააცნობიეროს, რომ ეს არის ქვეყნის პრობლემა, იმ ქვეყნის, რომლის მთავარსარდალი თვითონ არის და უახლოეს პერიოდში მიიღოს არა გიორგი ონიანისთვის, არა "ნაციონალური მოძრაობისთვის, ამ ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ მოემსახურება თითოეული ჩვენგანის შვილების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი მეზობლებისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტირებულობას", - განაცხადა ონიანმა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ბანერი გაშალეს, წარწერით "თავისუფლება მიშას". მათ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ის გადაარჩინოს. აღნიშნულ საკითხს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო