ზვიად კუპრავამ საკრებულოს სხდომაზე ირაკლი კობახიძეს „წვერგაპარსული ნაძირალა“ უწოდა

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ზვიად კუპრავამ საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს „წვერგაპარსული ნაძირალა“ უწოდა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მას მიკროფონი გაუთიშა.

როგორც ზვიად კუპრავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გუშინდელი დღე საქართველოს ისტორიაში ძალიან სამარცხვინო დღე იყო, რადგან მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში უყურა საქართველოს მომაკვდავ პრეზიდენტს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას არ აძლევენ.

„ამის უფლებას არ აძლევს „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ არანაკლებ სამარცხვინო იყო ის გამოხმაურებები, რომლებიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განსაკუთრებით, ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომელიც აპელირებდა და ამბობდა, რომ თურმე 70 კილოგრამიანი ადამიანი სიმულირებს და წვერზე, მის გაპარსულობაზე და გაუპარსაობაზე ამახვილებდა ყურადღებას. ეს წვერგაპარსული ნაძირალა ნამდვილად...“ - განაცხადა კუპრავამ.

ამ განცხადების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ კუპრავას მიკროფონი გაუთიშა.

„კარგად ბრძანდებოდეთ თქვენი რიტორიკით და თქვენი ამგვარი სიტყვებით. შეგიძლიათ მიბრძანდეთ და [განცხადება] გააკეთოთ დარბაზის გარეთ“, - მიმართა ტყემალაძემ კუპრავას.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის