ზუგდიდის მერია - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, მაჟორიტარი დეპუტატები სოსო გოგოხია, ჯონი ჯიქია და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, ოდიშში, ჩხოუშში, ჭკადუაშში, კორცხელში, ჭაქვინჯში, ყულიშკარსა და ალერტკარში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნენ.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩხოუშსა და ოდიშში სკვერის მოწყობა განხორციელდა; ოდიშში, კ.გამსახურდიას ქუჩაზე და ვაჩნაძის I, II, III ჩიხებში გარე განათება მოეწყო; გარე განათება მოეწყო კორცხელშიც; ჭკადუაშში, ზედა სამანიოსა და ზედა სანაჭყებიოში მოსაცდელების მოწყობა მიმდინარეობს; მოსაცდელი ეწყობა ჯიხაშკარშიც. ბაშსა და ჩოუშში საბავშვო ბაღის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს; ყულიშკარსა და ალერტკარში წისქვილები შენდება. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ამ ეტაპზე 48 პროექტია დასრულებული.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაღმარანის უბანში წყალმომარაგების სამუშაოებსაც გაეცნენ. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 979 970 ლარია. პროექტის განხორციელებით 130 ოჯახს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება.

მერი, ყულიშკარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. შეიცვალა სახურავი და რეაბილიტაცია უტარდება ოთახებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 65 253 ლარია”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა