ბათუმის შესახებ უცხოურ მედიაში 150-მდე სტატია გამოქვეყნდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, წელს, ბათუმის შესახებ უცხოურ მედიაში 150-მდე სტატია, ბლოგპოსტი და სიუჟეტი გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, Bloomberg, Euronews, Wanderlust, Conde Nast Traveler, Forbes, Dailymail და New York Times იმ გავლენიან მედიაგიგანტებს შორისაა, სადაც ბათუმის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები დაიბეჭდა.

აჭარის ტურისტული შესაძლებლობები მკითხველს ისეთი მსხვილი ტურისტული გამოფენების გამოცემებმაც გააცნო, როგორებიცაა ბერლინის ITB BERLIN NEWS, ლონდონის WTM YEARBOOK და დუბაის ATM DUBAI DAILY PUBLICATION.

„2022 წელი ბათუმისთვის გამორჩეული იყო საერთაშორისო აღიარებების კუთხითაც. წელს პირველად, ევროპის ჯილდოს შემდეგ ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც მსოფლიოს წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა.

წელსვე, ბათუმი 2023 წლის World Travel Awards-ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელ ქალაქად ოფიციალურად დასახელდა. აღნიშნულმა მიღწევებმა, კიდევ ერთხელ განამტკიცა ბათუმის, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების სტატუსი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს