24  დეკემბერს, ქუთაისში, დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე

ქუთაისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო პროგრამა 15:00 საათზე დაიწყება.

„ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, შეძლებთ დააგემოვნოთ გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი. ასევე, იქნება საბავშვო სივრცე: პატარებს შეასწავლიან საახალწლო სათამაშოების დამზადებას, გაართობენ ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა კი საჩუქრებს დაურიგებს.

მოეწყობა ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა. 16:00 საათზე ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი დაიწყება; 18:30 საათზე ნიკო ქაჯაიას კონცერტზე გეპატიჟებით. 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე. 24 დეკემბრის საახალწლო ღონისძიებები დასრულდება ჯგუფი New One-ის კონცერტით და ფოიერვერკით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება