გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციონერი კოლეგების მიერ დადგმული გარკვეული სპექტაკლი კარგი სანახავი არ არის - ზოგადად, ამ ინციდენტს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება უმრავლესობის მხრიდან

ვფიქრობ, ოპოზიციონერი კოლეგების მიერ დადგმული გარკვეული სპექტაკლი კარგი სანახავი არ არის. ზოგადად, ამ ინციდენტს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება უმრავლესობის მხრიდან, -ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ფაქტი შეაფასა, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბანერი გამოფინა წარწერით: "თავისუფლება მიშას".

ამასთან, გიორგი ტყემალაძემ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა.

"მნიშვნელოვანი არის ის, თუ რა საკითხები მივიღეთ დღეს ჩვენ საკრებულოს სხდომაზე. კიდევ მოხდა 2022 წლის ბიუჯეტის ზრდა. მნიშვნელოვანია კიდევ მონაცვლეობა. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აპროტესტებდა იმას, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა არ განხორციელებულიყო. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოფიციალურად დასრულდა ეს პროცესი, ვაკის პარკის ტერიტორია ოფიციალურად დაუბრუნდა თბილისის მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, მოხდება ამ სივრცის სარეკრეაციო მიზნით განვითარება. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ მოლაპარაკება, რომელიც კერძო მესაკუთრესთან შედგა, მომგებიანია იმ შეფასებებით, რაც თავიდან იყო განსაზღვრული საპრივატიზაციო თანხად", - განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურით გაიხსნა. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. კამათი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს მოჰყვა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ