კარფურის ახალი კამპანია - „მცირე ცვლილებები - დიდი შედეგები“

„კარფურმა“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია ბავშვებმა თამაშით ისწავლონ გარემოზე ზრუნვა.

„კარფურისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი განვითარება და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რასაც ხაზს უსვამს ბრენდის მიერ არაერთი გარემოსდაცვითი კამპანიისა და სიახლეების დანერგვა, მათ შორის მრავალჯერადი ჩანთების და ელექტრონული ქვითრების შესაძლებლობა.

ამჯერად, „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ პირველი სასარგებლო, ეკომეგობრული თამაშის ბარათები, რომელიც ბავშვებს თამაშით ასწავლის გარემოზე ზრუნვას.

ბარათებზე განთავსებულია ეკო-გმირები, რომლებიც ზრუნავენ სისუფთავეზე და გარემოს გაუმჯობესებაზე, სულ არის 24 ეკო-გმირი. თითოეული მათგანი კი გვასწავლის ერთ ეკომეგობრულ ჩვევას, მაგალითად „თუთა“ გვასწავლის, რომ „შევამციროთ ნარჩენები და შევიძინოთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც გვჭირდება“.

თამაშის გამოყენება ძალიან მარტივია, მასზე განთავსებულია სპეციალური QR/ელექტრონული კოდი, რომლის დასკანერებითაც აპლიკაციის მეშვეობით ბავშვებს შეუძლიათ ეკო-გმირების გაცოცხლება და თამაში.

Joykis-ის თამაში „კარფურის“ ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ წიგნი ეკო-გმირების ისტორიებით, ბრენდირებული, სახალისო ჭიქები და „ჯადოსნური ყუთი“, რომელშიც განთავსებულია სპეციალური ეკო-ბარათი, რომლიდანაც დარგვის შედეგად რეალური მცენარე იზრდება.

ბარათების ღირებულება სამი ლარია, თუმცა ყოველ 5 ლარის შენაძენზე ბარათს მხოლოდ 30 თეთრად შეიძენენ. საქართველოს ბანკით გადახდისას კი, მიიღებენ ფასდაკლებას ბარათების გაორმაგებულ რაოდენობაზე. აქცია ასევე, მოქმედებს პარტნიორი პროდუქტების შეძენისას.

იმისთვის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ Joykis-ის ეკო-გმირების შეძენა და 24 გმირის შეგროვება, არ უნდა დაავიწყდეთ მაი ქლაბის დასკანერება. "მაიქლაბი" არის "კარფურის" დაგროვების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დაგროვილი ქულების გამოყენება "კარფურში" ნებისმიერ პროდუქტის შესაძენად არის შესაძლებელი.

„კარფურისთვის“ მნიშვნელოვანია სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.

(R)

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა