ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოწყვლადი კატეგორიის 162 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს იროდი უგრეხელიძესთან ერთად, მოწყვლადი კატეგორიის 162 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მათ წინასაახალწლო ნობათი გადასცა.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, საშობაო ნობათი „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადაეცათ. როგორც უწყებაში აცხადებენ, აქციამ უკვე მიიღო ტრადიციული სახე და ის მომავალშიც გაგრძელდება.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს წინასაახალწლო ტრადიციას და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათს გადასცემს. წელს საახალწლო ნობათი 162-მა ოჯახმა მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ პროგრამებს და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ვიზრუნოთ შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებზე. მსურს, დამდეგი შობა-ახალი წელი თითოეულ ბოლნისელს მივულოცო და მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო