კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „ირიაომ" მარნეულში  წინასაახალწლო კონცერტი გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ეთნო-ჯაზ ბენდმა „ირიაომ" წინასაახალწლო სოლო კონცერტი გამართა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო", კომპოზიტორ დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით, წამყვან ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს, რომლებიც ქართული ფოლკლორისა და ჯაზის საინტერესო ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო