ნინო დოლიძე - სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ იკვეთება პოლიტიკური ნება და ერთიანი ნაბიჯები, რომელიც აჩვენებდა, რომ საქართველო მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ იკვეთება პოლიტიკური ნება და ერთიანი ნაბიჯები, რომელიც აჩვენებდა, რომ საქართველო მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

დოლიძის შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების წილი პასუხისმგებლობა, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ევროინტეგრაცია. ის შესაძლებლობა, რომელიც ახლა გვაქვს, შეიძლება არ გვქონოდა. უკრაინაში მიმდინარე ომმა მოგვცა ეს შესაძლებლობა.

ჩვენ, როდესაც ვესაუბრებოდით ევროკავშირის წარმომადგენლებს, მათაც არაერთხელ თქვეს, რომ ისინი სისტემურად უყურებენ საქართველოს მხრიდან ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ იკვეთება პოლიტიკური ნება და ერთიანი ნაბიჯები, რომელიც აჩვენებდა, რომ საქართველო მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ნაცვლად იმისა, რომ ერთად გვემუშავა ჩვენ ვნახეთ პოლარიზაცია და განხეთქილება.

ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების წილი პასუხისმგებლობა, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა აქ არის ხელისუფლების. ბევრი რეკომენდაცია შეეძლოთ თავადაც შეესრულებინათ, თუ საუბრობენ, რომ ოპოზიციამ არ შეუწყო ხელი“,- განაცხადა დოლიძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან სამუშაო ჯგუფის შექმნა არ იყო სურვილი, რომ მათ სიღრმისეულად ემუშავათ რეფორმაზე.

„ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გადაწყვიტა ამ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, თუმცა მმართველმა პარტიამ დაბლოკა ჩვენი მონაწილეობა, რამაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინა, რომ დიახ, სამუშაო ჯგუფი ნამდვილად არ იყო ის სურვილი, რომ მათ სიღრმისეულად ემუშავათ რეფორმაზე.

ძირითადი რეკომენდაციები, რაც არის დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა, ამ მიმართულებით კვლავ დიდი პრობლემებია. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, იყო პოზიტიური ცვლილება, თუმცა არ იყო ინკლუზიური. ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც არის სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა ეს გამოირიცხა. სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც ვნახეთ როგორ განვითარდება მოვლენები. ერთიანად თუ შევხედავთ, ამ ეტაპისთვის არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა კანდიდატის სტატუსის თორმეტი რეკომენდაციის შესრულების“, - განაცხადა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში