ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სპორტული კომპლექსი მოიცავს ჭიდაობის, კრივის, მკლავჭიდის, ფიტნესის, ჭადრაკის, ბილიარდის დარბაზებს.

კომპლექსში, ასევე განთავსებულია საკონფერენციო სივრცე, სამედიცინო ოთახი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული ლიფტი.

სპორტული კომპლექსი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ დაათვალიერეს.

მერიამ დაიწყო კომპლექსის სპორტული ინვენტარით აღჭურვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება. მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შესაძლებლობას მისცემს სასწავლო-საწვრთნელი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარმართონ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო