„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო, პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თათია ნიკოლაიშვილმა პროკურატურას განცხადებით მიმართა.

ნიკოლაიშვილი გუშინ ოზურგეთის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობაზე შესაბამისმა უწყებამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს.

„გუშინ, საკრებულოს სხდომაზე ვიხილეთ სახედაკარგული „ქოც-ზონდერ“ ქალბატონები, რომლებიც გადაფარებული იყვნენ მერს. ძალიან მძიმე სანახავი იყვნენ ეს ადამიანები, რადგან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. მაქვს დაზიანებებიც. ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი და ამასთანავე იყო „მუხლებზე გადამტვრევის“ მუქარა. შემაქვს განცხადება პროკურატურაში. ეს არის არის არა მარტო ჩემთვის გაკეთებული, არამედ ეს არის ყველა იმ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანისთვის, ვისაც არ უნდა ეშინოდეს, თუ ის თავის პროტესტს გამოხატავს და რაიმეს იტყვის მას ფიზიკურად გაუსწორდებიან და მუქარას განახორციელებენ მასზე. როცა ქალზე ძალადობაზეა საუბარი არ შეიძლება ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩეს. ძალადობა ყოვლად მიუღებელია”, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტიის ქალი დეპუტატები ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თათია ნიკოლაიშვილს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ფოტოების მიტანა და მისი პატიმრობაში ყოფნის გაპროტესტება გახდა, რასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის