ბათუმში დღეს საახალწლო კონცერტი გაიმართება და ევროპის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აინთება

ბათუმში საახალწლო კონცერტი 25 დეკემბერს, 18:00 საათიდან დაიწყება. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუში მთავარი ნაძვის ხე, ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე აინთება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი „ლურჯი იალქანი“ და „პარამიტა“.

„ 20:00 საათზე, ნაძვის ხის ანთების შემდეგ, გაიმართება გალაკონცერტი. ღონისძიებაზე მსმენელის წინაში წარდგებიან „რანინა“ და ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად. დღესვე გაიხსნება „საახალწლო ეზო" და გამოფენები.

საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც სხვადასხვა კულტურული და საბავშვო ღონისძიება, მუსიკალური წარმოდგენები და გასართობი პროგრამებია დაგეგმილი. 30 დეკემბრის ჩათვლით, ბათუმის ქუჩებში საახალწლო ქარავანი იმოძრავებს. რაც შეეხება გალა კონცერტებს, ტრადიციულად, 31 დეკემბრის ღამესა და 7 იანვარს გაიმართება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 25 დეკემბერს 18:00-დან ღამის 2 საათამდე უფასოდ იმოძრავებს”,- აღნიშნავენ აჭარის მთავრობაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო