შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის ადვოკატი დილით ამბობს, რომ მოწამლეს, საღამოს უარყოფს - წარმოუდგენელია

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფრის მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა შეირყეს.

"ამ ყველაფერში თან უნდათ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების, სხვადასხვა დაწესებულებების მიმართ ნდობა შეარყიონ, არადა, თავად ის ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან, დარწმუნებული ვარ, თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე მრავალჯერ მიუმართავთ სამხარაულის ეროვნული ბიუროსთვის და მრავალჯერ მათ ექსპერტიზაზე დაყრდნობით პროცესები უწარმოებიათ.

რაც შეეხება მოწამვლას, ჩვენ ვნახეთ, დილით ამბობს იგივე ადვოკატი, რომ მოწამლეს, საღამოს უარყოფს, რომ არა, არ მოწამლეს. დილით ამბობს მისი რომელიმე მეგობარი ან იქნება სტატია თუ რეპორტაჟი ამა თუ იმ ტელევიზიაში, რომ სააკაშვილი მოწამლეს, საღამოს თავად სააკაშვილი ამბობს, რომ არავინ არ მოწამლა. წარმოუდგენელია. დასკვნები, რომელიც ათას გვერდზეა, თითქოს საზოგადოებას შინაარს არ აცნობენ.

პირდაპირი მანიპულაცია იყო ანალიზში, როდესაც მითითებული იყო რაღაც მაჩვენებელი და არ იყო მითითებული, რა ითვლებოდა ზედა და ქვედა ზღვრად",-განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა