შალვა პაპუაშვილი - როგორც კი ოპოზიცია იფიქრებს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, ზუსტად იმ მომენტში შესაძლებელი გახდება სახალხო დამცველის არჩევა

როგორც კი ოპოზიცია იფიქრებს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, ზუსტად იმ მომენტში შესაძლებელი გახდება სახალხო დამცველის არჩევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს ოპოზიციამ ულტიმატუმის გზა აირჩია.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ 12 რეკომენდაციაში არის 2 საკითხი, რომელსაც ჩვენ მარტო ვერ გადავწყვეტთ, ეს გახლავთ სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. აქ ჩვენ ოპოზიციის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, ვინაიდან, კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო. სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციამ აირჩია ულტიმატუმის გზა და არ იყო კონსტრუქციული, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ვიწრო ინტერესების ზემოთ დაეყენებინათ ქვეყნის ინტერესები, დაადგნენ ულტიმატუმის გზას და ამიტომაც ვერ მივიღეთ შედეგი. როგორც კი ოპოზიცია იფიქრებს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, ზუსტად იმ მომენტში შესაძლებელი გახდება სახალხო დამცველის არჩევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო