შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ მის პოლიტიკურ მეგობრებს, მიმართონ ანა წითლიძეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ანა წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ობიექტურობისთვის სააკაშვილმა ანალიზები უნდა ჩააბაროს.

"რამდენჯერმე იყო შეთავაზება, რომ ანალიზი ჩაებარებინა, გამომდინარე იქიდან, რომ განცხადებები იყო გაკეთებული, თითქოს მისი მოწამვლის შესახებ, რომელიც მან დაადასტურა, ხან უარყო. ობიექტური განსჯისთვის არის სწორედ სასამართლო, რომელიც მიმდინარეობს, საჭიროა ანალიზი, რომელიც მან უნდა ჩააბაროს იმისთვის, თუ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მისი განცხადებები მარტო სიტყვები არ არის და მის უკან სერიოზული არგუმენტი დგას.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, თუკი ვინმეს დღეს ამ მხრივ მდგომარეობა რთული აქვს, ეს გახლავთ ანა წითლიძე, რომელიც უკვე მერამდენე დღეა პარლამენტში შიმშილობს. ყველას მოვუწოდებ, მის პოლიტიკურ მეგობრებს, იქნებ ისინი ამ საკითხით უფრო მეტად დაინტერესდნენ და მიმართონ ქალბატონ ანას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა