ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს დღეს ქუთაისიც შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა საახალწლო ბაზრობა, გამოფენა - გაყიდვები, კონცერტები. საბავშვო სივრცეებში პატარებს სთავაზობდნენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებს, საჩუქრებს არიგებდა თოვლის ბაბუა.

საახალწლო ღონისძებებს ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

„მოგესალმებით ჩემო თანაქალაქელებო, ჩვენო ქუთაისელებო, რომლებიც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხართ და მთელი გულისყური მშობლიური ქალაქისკენ გაქვთ მოპყრობილი, ჩვენო სტუმრებო, ჩვენო უკრაინელო მეგობრებო, რომლებიც ახლა აქ , ამ მოედანზე, ჩვენთან ერთად ხართ, ჩვენო ბავშვებო, ასე მოუთმენლად რომ ელით დღესასწაულის დაწყებას!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

დღეს აქ ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის ასანთებად შევიკრიბეთ. სურვილების ჩაფიქრების და ოცნებების ახდენის დღეებია! მშვიდობა, სიკეთე, სიხარული და გამარჯვებები ჩავიფიქროთ!

უდიდესი გამოწვევებია სამყაროში და ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი ვართ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ყველა სირთულე დავძლიოთ და ახალი, 2023 წელი იყოს უფრო წარმატებული, უფრო ბედნიერი, უფრო მშვიდი და ნათელი! ყველასთვის საყვარელი დღესასწაულების ზღურბლზე ვდგავართ. ჩვენ შევეცადეთ გაგველამაზებინა ეს დღეები თქვენთვის და გამოგვივიდა. სულ მალე აინთება ჩვენი მთავარი ნაძვის ხე- ასეთი ლამაზი, ასეთი კაშკაშა და ბრწყინვალე, როგორც სიმბოლო მომავალი ნათელი დღეებისა!

მოდით, ჩავიფიქროთ ყველაზე ლამაზი და სანუკვარი სურვილები! მშვიდობას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს, საქართველოს და მთელ მსოფლიოს!",- განაცხადა მან.

24 დეკემბრის საახალწლო ღონისძიებები ჯგუფ New One-ის კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო