ბაზისბანკის საკრედიტო მეგო ბარათი საუკეთესო პირობებითა და ახალი დიზაინით დაბრუნდა

ბარათი, რომელიც ყველას მეგობარი გახდება - სწორედ ასეთია ბაზისბანკის განახლებული მეგო ბარათი. ბანკმა პროდუქტი მომხმარებელს პირველად 2006 წელს წარუდგინა და მაშინ ეს გახლდათ ქართულ რეალობაში პირველი საკრედიტო ბარათი, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. თუმცა მას შემდეგ ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა და განვითარდა. შესაბამისად, ბაზისბანკმა ლოიალური მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა გადაწყვიტა. მიზნის მისაღწევად მეგო ბარათი სრულად განახლდა როგორც პირობების, ისე ვიზუალის თვალსაზრისით.

განახლებული მეგო ბარათის, ასევე ზოგადად საკრედიტო ბარათის გონივრულად მოხმარების შესახებ, ბაზისბანკის პროდუქტების და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარეხ საჯაია გვესაუბრება.

მეგო ბარათი საქართველოში პირველი საკრედიტო ბარათია, ბაზისბანკი კი პირველი ბანკი, რომელმაც მომხმარებელს ახალი პროდუქტი შესთავაზა. როგორ შეხვდა ფართო საზოგადოება სიახლეს 2006 წელს?

დიახ, 2006 წელს ბაზისბანკი გახდა პირველი ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც მომხმარებელს განსაკუთრებული სიახლე შესთავაზა საკრედიტო ბარათის სახით. ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო მესიჯი გახლდათ ის, რომ საკრედიტო ბარათი არის ინსტრუმენტი, რომელიც მფლობელს სხვადასხვა საჭიროების გადაწყვეტაში ეხმარება. ის გახლავთ მეგობარი და სწორედ აქედან წამოვიდა დასახელებაც.

ბარათი მალევე გახდა საკმაოდ პოპულარული პროდუქტი, რადგან ძალიან კარგი ლოიალობის პროგრამა შესთავაზა საზოგადოებას. დღემდე გვყავს მომხმარებლები, რომლებიც 2006 წლიდან მეგო ბარათის ერთგულები არიან.

რატომ გადაწყდა მეგო ბარათის განახლება?

დროის გასვლასთან ერთად ბაზარი განვითარდა. შეიცვალა მომხმარებლების მოლოდინი და გაიზარდა კონკურენცია. 2006 წლისგან განსხვავებით დღეს საკმაოდ ბევრი საკრედიტო ბარათია ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენც ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე არსებული პროდუქტის განახლება და დახვეწა გადავწყვიტეთ.

რა უპირატესობებით გამოირჩევა ახალი მეგო ბარათი კონკურენტებისგან?

როდესაც განახლებაზე მუშაობა დავიწყეთ, ჩვენი მიზანი იყო, რომ, ერთი მხრივ, არ დაგვეკარგა არსებული ბარათის შინაარსი და მეორე მხრივ, მომხმარებლების ამჟამინდელი ინტერესები გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად, მივედით იმ აზრამდე, რომ ბარათი უნდა იყოს უფასო და ასეც არის. მეგო ბარათის ფლობისა და მოხმარებისთვის, მომხმარებელი ბარათის აღების თუ წლიურ გადასახადს არ იხდის. ჩვენი კომპანიის ამოცანაა, რომ ბანკის მიერ შეთავაზებული თითოეული პროდუქტი და სერვისი იყოს გამჭვირვალე. ასეა მეგო ბარათის შემთხვევაშიც.

საპროცენტო განაკვეთი არის ბაზარზე საუკეთესო. ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 19.9%-ს შეადგენს. ტერმინალებით ანგარიშსწორების შემთხვევაში, საკრედიტო ლიმიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 0%-ა.

საშეღავათო პერიოდი 55 დღე გახლავთ. ეს ნიშნავს, რომ თუ თანხის გამოყენებიდან 55 დღის განმავლობაში მომხმარებელი მას სრულად დაფარავს, დამატებითი საპროცენტო თუ საკომისიო გადასახადის გადახდა არ მოუწევს.

ჩვენი საუკეთესო პირობა კი ქეშბექის შეთავაზებაა.

რას გულისხმობს ქეშბექის უნიკალური შეთავაზება?

ჩვენი შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე ტერმინალებზე ანგარიშსწორებისას, მომხმარებლები მიიღებენ 1% ქეშბექს როგორც საკრედიტო ლიმიტიდან, ისე საკუთარი თანხიდან დახარჯვის შემთხვევაში. თვის განმავლობაში დაგროვებული ქეშბექი ყოველი თვის ბოლოს დაირიცხება მეგო ბარათის ანგარიშზე. მისი გამოყენება მომხმარებელს სურვილისამებრ შეუძლია. ასევე შეუძლია დააგროვოს და ერთიანად უფრო სოლიდური თანხა გამოიყენოს.

რამდენია საკრედიტო ბარათის მაქსიმალური ლიმიტი?

მეგო ბარათის კიდევ ერთი უპირატესობა მისი უპრეცედენტოდ მაღალი ლიმიტია. მომხმარებელს სურვილისა და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია აიღოს საკრედიტო ბარათი მაქსიმუმ 30 000 ლარიანი ლიმიტით.

პირობების პარალელურად, განახლდა ბარათის ვიზუალიც. რა კონცეფციის მატარებელია ახალი დიზაინი?

ვიზუალურ განახლებაზე ბევრი ვიფიქრეთ. შევიმუშავეთ კონცეფცია, რომლის განხორციელებაზეც ქვეყნის წამყვან დიზაინერთან ერთად ვიმუშავეთ. ახალი დიზაინი არის თანამედროვე, მხიარული და კარგად გადმოსცემს ბარათის შინაარსსაც.

ბარათზე დატანილია მისი სახელის ინიციალი „მ“ და ამავდროულად განგრძობით გზასაც აჩვენებს, რაც პროდუქტთან შინაარსობრივ ჰარმონიაშია.

რას ეფუძნება მარკეტინგული კამპანია, რომელიც ამ ბარათისთვის დაიგეგმა?

ამ დროისთვის უკვე გადავიღეთ ვიდეორგოლი წინასაახალწლო თემაზე. მისი შინაარსი კარგად უსვამს ხაზს, თუ რა დროს უნდა გამოვიყენოთ საკრედიტო ბარათი. ჩვენი სათქმელია, რომ თუ ორი საჩუქრიდან ერთ-ერთის არჩევა გვიწევს, სწორი გამოსავალია ორივე საჩუქარი და ამ დროს მეგო ბარათი უნდა გამოვიყენოთ.

ანალოგიური შინაარსის საკომუნიკაციო მარკეტინგული კამპანია მომავალ წელსაც გაგრძელდება.

როგორია თქვენი მოლოდინი, რამდენად გაიზრდება ბაზისბანკის პორტფოლიო საკრედიტო ბარათების მიმართულებით 2023 წელს?

ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ბარათი იქნება ყველას საფულეში და ყველას მეგობარი ბარათი გახდება. იგი მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტია. ჩვენც აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ფართო საზოგადოებამდე სწორი ინფორმაცია მივიტანოთ მის შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ 2023 წლის ბოლომდე ჩვენი საკრედიტო ბარათების პორტფოლიო მნიშვნელოვნად გაიზრდება. უახლოეს პერიოდში კი არსებულ მომხმარებლებსაც შევთავაზებთ ახალ პროდუქტზე გადასვლას. ბარათის განახლების დროს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ არსებული ლოიალური მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ბარათი კიდევ უფრო მოქნილი პირობებით.

რას ურჩევთ მომხმარებლებს საკრედიტო ბარათის გონივრულად გამოყენებისთვის?

სასურველია მეგო ბარათის გამოყენება მოხდეს ტერმინალით ანგარიშსწორებისას. მოერიდეთ საკრედიტო ბარათიდან თანხის გაქეშებას. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ათვისებული თანხის სრულად დაფარვა საშეღავათო პერიოდში, თუ დამატებითი გადასახადის გადახდა არ გსურთ. ხოლო თუ სრულად დაფარვას ვერ ახერხებთ, ნუ გადააცილებთ ყოველთვიური შენატანის გადახდის თარიღს. ამ პირობების გათვალისწინებით, საკრედიტო ბარათი გახდება ძალიან კარგი დამხმარე ინსტრუმენტი თქვენი ფინანსების მართვის პროცესში მაშინ, როდესაც დამატებითი სახსრების საჭიროება შეიძლება გქონდეთ.

საკრედიტო ბარათი საშუალებას გაძლევთ, არ დაკარგოთ დრო ბანკში თანხის მიღებაში, როდესაც ის მოულოდნელად დაგჭირდებათ. მისი საშუალებით ყოველთვის მზად ხართ გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის. როდესაც ხარჯი შეიძლება აღემატებოდეს სტანდარტულს, მაგალითად, დაგეგმოთ მოგზაურობა ან უბრალოდ სადღესასწაულოდ ხარჯები გაგეზარდოთ.

გარდა იმისა, რომ საკრედიტო ბარათით მოულოდნელი ხარჯების დაფარვას შეძლებთ, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. ამ მიზნით საზღვარგარეთ საკრედიტო ბარათს ხშირად იყენებენ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო