„ასტრაზენეკას“ ინიციატივით, ფილტვის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი“-ის საქართველოს წარმომადგენლობამ, ქართველი ექიმების ჯგუფთან ფილტვის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა პროექტის „ფილტვის კიბოს სტიგმის გადაჭრის შესაძლებლობები“ ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიება მიზნად ისახავს პრევენციის, რაციონალური მკურნალობისა და სწორი დიაგნოსტიკისათვის ორი მიმართულების განხილვას: პირველადი ჯანდაცვის ჯგუფის ეფექტიანი ჩართვის გზები და შესაბამისი საინფორმაციო/საგანმანათლებლო კამპანიის დაგეგმვა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია მაისურაძე და კომპანიის ონკოლოგიური მიმართულების მენეჯერი ეკატერინე მელიქიძე. ღონისძიების მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მოწვეულ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გაეზიარებინათ. შეხვედრაზე გაჟღერდა დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის ერთიანი პროტოკოლის შექმნის აუცილებლობის საკითხი.

პროექტი „ფილტვის კიბოს სტიგმის გადაჭრის შესაძლებლობები“ მიზნად ისახავს როგორც ექიმების ჩართულობის გაზრდას ფილტვის კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებაში, ასევე - პაციენტების მაქსიმალურ ინფორმირებას ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა