პაატა მანჯგალაძე - ვიცი, რომ პრეზიდენტი ნაწყენია, მაგრამ ბუტია ბავშვივით ბაღში ხომ არაა?! - შეიწყალოს სააკაშვილი და გვარამია, ეს იქნება ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი და საქმე ლაპარაკის ნაცვლად

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იქნება ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ის არის ემიგრანტების შთამომავალი, მისმა წინაპრებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებისთვის. თუ უნდა თავისი ღირსეული წინაპრების ადგილას დაიმკვიდროს თავი, მხოლოდ განცხადებებით ეს ვერ მოხდება, მან უნდა გადადგას ნაბიჯები. ორი რამ აქვს გასაკეთებელი, სასწრაფოდ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და სასწრაფოდ შეიწყალოს ნიკა გვარამია. ეს იქნება ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი და საქმე ლაპარაკის ნაცვლად.

თუ მას აქვს პრეტენზია იმაზე, რომ არის პრეზიდენტი, როცა შევხვდი მითხრა, რომ უნდა ქვეყნისთვის რაღაც ისეთი გააკეთოს, უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯები. მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ვთხოვ, რომ საქართველოსთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესისთვის, დეპოლარიზებისთვის, თანხმობისთვის აუცილებელია, რომ ერთმანეთისკენ გადავდგათ ნაბიჯები და არა საწინააღმდეგო მიმართულებით. ამიტომ სალომე ზურაბიშვილს აქვს კარგი მექანიზმი და ბერკეტი შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია და გარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად იქნება ეროვნული თანხმობისთვის გადადგმული ნაბიჯი. ვიცი, რომ გაბრაზებულია, ნაწყენია, პრეზიდენტი ახლა ბუტია ბავშვივით ბაღში ხომ არაა?! სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილება აქვს მისაღები. ვურჩევდი მას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო