გიული ალასანია - არ მიფიქრია, რომ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მივმართო - მას ხალხი მიმართავს და ვფიქრობ, ეს საკმარისია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ის არ აპირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართოს.

„არ ვიცი, ჩემი თხოვნა რა საჭიროა? სალომე ზურაბიშვილთან ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს. ამ ადამიანს ყველანაირი უფლება აქვს, რომ გადადგას ეს ნაბიჯი და ჩემი მიმართვა რას შეცვლის? არ მიფიქრია, რომ სალომე ზურაბიშვილს მივმართო. მას ხალხი მიმართავს და ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია“, - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება „გირჩის“ დეპუტატ იაგო ხვიჩიას ინიციატივას, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულებმა განიხილოს, ალასანია ამბობს, რომ ეს სრულიად არასერიოზულია.

„სრულიად არასერიოზულად მიმაჩნია, ყოველ შემთხვევაში ძალიან მტრულია, ძალიან დიდი დრო სჭირდება ამას და საერთოდ რა საჭიროა, ეს სასამართლო აღარ არის საკმარისი?! გასაწელად? მემგონი ეს სასამართლოც უკვე სავსებით ასრულებს თავის ფუნქციას”, - აღნიშნა ალასანიამ.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის დედის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პატრიარქთან გაგზავნილ წერილში ილია მეორეს აღსაყდრება მიულოცა.

„პატრიარქთან გაგზავნილ წერილში მე რამდენადაც ვიცი, მას აღსაყდრება მიულოცა. გუშინ, 25 დეკემბერს მიულოცა, მეტი არაფერი“, - აცხადებს ალასანია.

როგორც ალასანია ამბობს, ის მადლობელია იმ ადამიანების, ვინ საპროტესტო აქციებს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მართავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო