შალვა პაპუაშვილი - ანა წითლიძეს კიდევ ერთხელ მოვუწოდე, შიმშილობა შეწყვიტოს - უკვე ისეთ მდგომარეობაშია, როცა შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობა შეუქცევადად დაიზიანოს

სასამართლოსთვის ულტიმატუმის წაყენება არ არის ის ფორმა, რომლითაც საკითხების გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს - [ანა წითლიძე] უკვე ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობა შეუქცევადად დაიზიანოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატის ანა წითლიძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს, წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდონ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდე, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. უკვე ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ჯანმრთელობის არდაზიანებაზე იფიქროს. ახლა რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესდეს.

რაც შეეხება მის მოთხოვნებს, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ჩართულები არიან ადვოკატები. იყო პროცესი, სადაც ექსპერტები გამოიკითხნენ. შემდეგი პროცესი 29-შია ჩანიშნული. ეს საკითხი არის სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი. შიმშილობით და მოთხოვნით ასეთი საკითხები არ წყდება. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ შიმშილობამ გამოიწვიოს, ეს არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება. სხვა დეპუტატების მაგალითზე ვნახეთ, რომ მიასწრეს იმ მდგომარეობას, რომ საკუთარი ჯანმრთელობა შეუქცევადად არ დაეზიანებინათ. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ მისმა თანაგუნდელებმაც მოუწოდონ და სთხოვონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებელია, რომ სააკაშვილს სათანადო პირობები ჰქონდეს.

„სახელმწიფო თავისთავად ყველა მსჯავრდადებულ პირზეა პასუხისმგებელი. სახელმწიფო პასუხისმგებელია, რომ სათანადო პირობები ჰქონდეს და მიეწოდებოდეს სათანადო სამედიცინო სერვისი. სახელმწიფო ზუსტად ამას აკეთებს.

ყველამ ვნახეთ, რომ პირობები, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, განსაკუთრებულია. სასჯელის ნაწილი ერთი წლის განმავლობაში არა ციხეში, არამედ საავადმყოფოში მოიხადა. იქ სათანადო და უფრო უკეთესი პირობებია, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა. ყველა სამედიცინო სერვისი აქვს შეთავაზებული, ყველა კვლევა, რაც დასჭირდა, ჩაუტარდა, ყველა სამედიცინო დახმარება გაეწია. არავინ ამბობს, რომ იყო რაიმე სამედიცინო სერვისი, რომელიც სჭირდებოდა და ვერ მიიღო - ეს არ უთქვამს არცერთ ექსპერტს, არცერთ ადვოკატს ან პოლიტიკოსს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო