შალვა პაპუაშვილი პატრიარქის აღსაყდრების 45 წლის იუბილეზე - იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტს და თარიღს გუშინ ე.წ. ელიტა არ გამოეხმაურა

იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტს და თარიღს გუშინ ე.წ. ელიტა არ გამოეხმაურა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, 25 დეკემბერი ისტორიული დღე იყო საქართველოს ისტორიისთვის.

„გუშინ მართლაც ისტორიული დღე იყო როგორც საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის, ასევე საქართველოსთვისაც. აღვნიშნავდით პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე არის პატრიარქი, რომელიც ყველაზე დიდი ხანია უძღვება ქართულ ეკლესიას. მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა იყო და გამიკვირდა ბევრი ოპოზიციიდან თუ სხვა ე.წ. ელიტიდან არც კი გამოეხმაურა ამ საკითხს. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის ან რელიგიის საკითხი, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი საკითხი, ვინაიდან ქართულ ეკლესიას კონსტიტუციითაც კი აღიარებული აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ისტორიასა და ასევე ჩვენს თანამედროვეობაში.

რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტს და თარიღს გუშინ ე.წ. ელიტა არ გამოეხმაურა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო