ირაკლი ზარქუა პრეზიდენტზე - კონფერენციაზე თუ სკამის ცუდად დადგმის გამო არ მივიდა, გამოვასწორებდით - მერჩივნა ის მიზეზი ყოფილიყო, რაც მეგონა, რომ ავად იყო

სკამის დადგმის გამო თუ არის, გამოვასწორებდით, მობრძანებულიყო - თუ სკამი ცუდად დგას, ამის გამო არ მიხვიდე, მერჩივნა ის მიზეზი ყოფილიყო, რაც მე მეგონა, რომ ავად იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება იმის შესახებ, რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი „ელჩების კონფერენცია 2022“ - ს.

ზარქუას თქმით, ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, წესით, პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო.

„მგონია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, წესით პრეზიდენტი უნდა იყოს. სკამის დადგმის გამო თუ არის, გამოვასწორებდით, მობრძანებულიყო. რადგან არ დაესწრო, მეგონა, ავად ხომ არ არის, ხომ არ გაცივდა. რთულ სიტუაციასთან გვქონია საქმე - პროტოკოლით, სიტყვა ვისზე წინ ან შემდეგ თქვას, ამის გამო რომ არ ესწრება ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას...

როდესაც მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, მთელი ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია, ამ დროს სიტყვა არ დაგითმეს, თუ სკამი ცუდად დგას, ამის გამო არ მიხვიდე, ამას მერჩივნა ის მიზეზი ყოფილიყო, რაც მეგონა, რომ ავად იყო“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს.

„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, - აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო