ირაკლი ზარქუა - ჩემთვის მარიამ ჯიშკარიანი ექიმი არ არის - მგონი, „ხაბეზე“ უფრო მეტი „ნაცია“ გამომეტყველებით, საუბრის მანერით და ქცევით

მათ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] ფასი 2012 წელს გადაიხადეს და დღემდე ასეთ მდგომარეობაში არიან - „ცხელ შემოდგომას“ უწყობდნენ ქვეყანას და მიიღეს საკუთარ პარტიაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზარქუას თქმით, მისი უცხო ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს.

„მათ ფასი 2012 წელს გადაიხადეს, ქართველი მოსახლეობის უმრავლესობის წინაშე, როდესაც სამარცხვინოდ, კუდამოძუებულები გაიქცნენ, ზოგმა ქვეყანა დატოვა და დღემდე ასეთ მდგომარეობაში არიან - ცხელ შემოდგომას უწყობდნენ ქვეყანას და მიიღეს საკუთარ პარტიაში.

რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, მიუხედავად დრამატიზების, სარეკლამო კამპანიებისა და მცდელობისა, რომ რთული სურათი დახატონ, დღეს პენიტენციური სისტემა აღჭურვილია სამედიცინო სერვისებით, რომ ნებისმიერ პატიმარს, ვისაც ამის აუცილებლობა ექნება, შესაბამისი სერვისი მიიღოს, ამიტომ უცხო ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, ზარქუას განცხადებით, სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნაზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება, თუ აღმოჩნდება, რომ მას კერძო კლინიკაში ვერ მკურნალობენ.

„ლაბორატორიული მასალა, რომელზე დასკვნაც ამერიკიდან ჩამოვიდა, მანიპულაციის კარგად დაგეგმილი სპექტაკლი იყო, სადაც მითითებული იყო დოზები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი დასაშვებ ზღვარში იყო. სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზება იყო, რომ ანალიზს აუღებდნენ, რაზეც უარი თქვა. შემდეგ, თითქოს, შეთანხმება იყო ფრჩხილისა და თმის ანალიზის ჩატარება, რაც ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. ისეთი პენიტენციური სისტემა გვაქვს, სადაც ნებისმიერ პატიმარს მოუვლიან და სამედიცინო სერვისებს მიაწვდიან. თუ ამას ვერ გააკეთებენ, გვაქვს შესაძლებლობა კერძო კლინიკაში გადავიყვანოთ. თუ აღმოჩნდება, რომ დაავადებას იქაც ვერ მკურნალობენ, შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაზეც ოჯახი საუბრობს. მაგრამ ახლა ამის საფუძველი არ არსებობს. ვენდობი, სასამართლო სისტემას, ექიმებს, მათ მოვუსმენთ და არა პოლიტიზებულ ექიმებს. მაგალითად, ჩემთვის მარიამ ჯიშკარიანი ექიმი არ არის, ის არის ჩვეულებრივ მიკერძოებული ადამიანი. მგონი, „ხაბეზე“ უფრო მეტი „ნაცია“ მისი გამომეტყველებით, საუბრის მანერით, ქცევით და სიტყვებით. ჩვეულებრივი „ნაცაქტივისტია“. მაპატიეთ, მაგრამ მომეცით უფლება, რომ ამ ქალბატონის არ დავიჯერო“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა