სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრები - მივმართავთ მეხუთე პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად

"საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება", სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად.

შესაბამისი წერილი მედიას პოლიტიკოსებმა ორბელიანზე, პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრმა, მანანა ჯებაშვილმა გააცნო.

დოკუმენტს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის 65 წევრი აწერს ხელს.

როგორც წერილშია ნათქვამი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსოფლიო რანგის სახელმწიფო მოღვაწე, დღეს პუტინის ტყვეა.

"დღეს "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება", სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრები შევიკრიბეთ. ჩვენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მივმართავთ და მე მის შინაარსს გაგაცნობთ:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსოფლიოს რანგის სახელმწიფო მოღვაწე დღეს საქართველოს მტრის, პუტინის ტყვეა. ცენტრ "ემპათიას" სასამართლო საექსპორტო კომისიამ, ათი ქართველი და ექვსი საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა. ასევე, სახალხო დამცველის შექმნილმა კონსილიუმმაც შეაფასა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა. დასკვნების საფუძველზე, პაციენტს ფსიქო-ნევროლოგიური, ორთოპედიული და გასტროენტეროლოგიური დაავადებები აქვს. ექსპერტების მკაცრი რეკომენდაციაა, პაციენტი სააკაშვილი უცხოეთის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში სასწრაფოდ გადაიყვანონ. სასამართლოში სააკაშვილის პროცესის განხილვა ჭიანურდება, პაციენტს კი დრო ეწურება. ჩვენ, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება, თავს მეორედ ვერ მივცემთ უფლებას, პრეზიდენტი მოგვიკლან. შუალედური პოზიცია არ არსებობს. დუმილი კლავს! საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად", - ნათქვამია წერილში, რომელიც პრეზიდენტის სასახლესთან მანანა ჯებაშვილმა წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო