საბირქენდის 450 ბავშვზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, პროექტი საქართველოს მთავრობამ 6.5 მილიონი ლარით დააფინანსა.

„ახალაშენებული სკოლა ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

საბირქენდის სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. ახლა კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯამში რვა სკოლა ააშენა და 2 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო