ხობში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი, ქორეოგრაფიული ჯგუფები, მგალობელთა და სამუსიკო სკოლის გუნდები წარდგნენ. ბავშვების საახალწლო განწყობაზე დრამერები და „ოჩო ფეხები“ ზრუნავდნენ.
„საახალწლო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებასთან დაკავშირებული ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 29 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი მთავარი საახალწლო ღონისძიებით დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.