ხობში მამაკაცი დაჭრეს

ხობში მეზობელმა მეზობელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრის ფაქტი გუშინ მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი პოლიციამ უკვე დააკავა.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს