თელავში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას რუსთაველის ქუჩაზე მომხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს