სამინისტრო - კახეთის რეგიონში 160 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 990-მდე პროექტი განხორციელდა

კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა, რომ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ინვესტირებული იყო, დაახლოებით, 160 მილიონი ლარი, შესრულდა 990 პროექტი.

მისივე თქმით, წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში 115 კილომეტრი გზა დაიგო.

,,შედგა შემაჯამებელი შეხვედრები კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. წელს, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ინვესტირებული იყო, დაახლოებით, 160 მილიონი ლარი, შესრულდა 990 პროექტი. წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში დაიგო 115 კილომეტრი გზა. ასევე, აღსანიშნავია სპორტული ინფრასტრუქტურა, სადაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დაახლოებით, 100 ობიექტს, ზოგიერთ შემთხვევაში - აშენდა ახალი შენობები. აშენდა 70 ახალი ფეხბურთის მინი სტადიონი, 60-მდე ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენიმე აშენდა კიდეც. ხაზგასასმელია, რომ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 18 სკოლაში“ - განაცხადა ბეგიაშვილმა.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, კახეთის რეგიონისთვის 2022 წელი მასშტაბური იყო როგორც პროექტების რაოდენობის, ისე ბიუჯეტის მხრივ.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უწყებების მიერ უშუალოდ განხორციელებული პროექტების გარდა, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტმა მოცულობითი პროექტების დაწება შეძლო. ჯამში, რეგიონულ ჭრილში, 160 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 990-მდე პროექტი დაიგეგმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის, სოფლის მხარდაჭერის, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების, სტიქიის ლიკვიდაციის, მთის ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში.

2022 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ, დაიგო და მოწესრიგდა 115 კმ-დე გზა, მცირე და ნაწილობრივი სამუშაოები განხორციელდა 57-მდე საბავშვო ბაღში, მოეწყო და რეაბილიტირდა 100-მდე სპორტული ადგილი, მათ შორისაა 70-მდე მინი სპორტული მოედანი, განახლდა და მოეწყო 50-მდე რეკრეაციული არეალი, მცირე და ნაწილობრივი სამუშაოები განხორციელდა 18-მდე საჯარო სკოლაში. ჩატარდა წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაციის სამუშაოებიც“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, პირველადი დაფინანსების ფარგლებში, რეგფონდში მუნიციპალიტეტების მიერ 39 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 75 პროექტია დაგეგმილი 2023 წელს, რაც ეტაპობრივად გაიზრდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტებით, ასევე, სხვადასხვა ფონდებიდან მოზიდული დაფინანსებით.

,,მომავალ წელს კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს, კერძოდ დაგეგმილია როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, ასევე შემოვლითი დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. იგეგმება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა, აქტიურ ფაზაში შევა ცენტრალური და მინი სტადიონების მოწყობა რეგიონში“- აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024