პროექტი „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ დაიწყო

ქუთაისში პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ განხორციელებასთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი , მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, პროექტის მენეჯერი ერსინ ესენი ( გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ევროპის რეგიონული ოფისი), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ( REC-Caucasus) აღმასრულებელი დირექტორი სოფიკო ახობაძე.

შეხვედრაზე სამუშაო გეგმა და ადგილობრივი სამუშაო ჯგუფი წარადგინეს.

„დღეს კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ წარდგენა გაიმართა. ეს პროექტი მიზნად ისახავს ქუთაისის განვითარებას დაბალი ემისიით და გულისხმობს რამდენიმე კონკრეტულ საკითხს, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას და მწვანე ქალაქის იდეის შესაბამის სივრცით დაგეგმარებას.

ამ მიზნების განსახორციელებლად აუცილებელია სხვადასხვა სექტორების - უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, "ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით" სამწლიანი (2022-2025) პროექტია, რომელიც ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. მას აფინანსებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და ხორციელდება კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ( REC-Caucasus) მიერ. პროექტის უშუალო ბენეფიციარია ქუთაისის მერია.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა