გორელ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და გუნდებს 2022 წელს მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ

გორელ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და გუნდებს 2022 წელს მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის გორის მუნიციპალიტეტისგან სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

გორის მერიის ინფორმაციით, სპორტის 13 სახეობაში (თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ - რომაული ჭიდაობა, კრივი, კინკბოქსი, პარამკლავჭიდი, კალათბურთი, ფეხბურთი, სამბო, სუმო, ფრენბურთი, ხელბურთი) მოღვაწე 100 - მდე წარმატებული სპორტსმენი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

„აღსანიშნავია, რომ 100-დან 30-მა სპორტსმენმა საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზა. მათ მსოფლიო და ევროპის შეჯიბრებებიდან საქართველოში 37 მედალი - 8 ოქრო, 13 ვერცხლი, 16 ბრინჯაო ჩამოიტანეს.

გარდა ამისა გამარჯვებულები გამოვლინდნენ 7 ნომინაციაში: წლის საუკეთესო სპორტსმენი - გენო პეტრიაშვილი (თავისუფალ ჭიდაობაში); წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი – საბა სამადაშვილი (ძიუდო); წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა – ანნა გოდელაშვილი (თავისუფალ ჭიდაობაში); წლის საუკეთესო მწვრთნელი - არჩილ ბარამიძე (თავისუფალ ჭიდაობაში); წლის საუკეთესო მწვრთნელი ვერა შავშიშვილი (კალათბურთი); წლის საუკეთესო სკოლა – ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლა; წლის საუკეთესო გუნდი - ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი „გორის დილა“. ღონისძიება ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა