2023 წელს „სმარტი” 33 სუპერმარკეტით შეხვდება

2023 წელს სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ 33 ობიექტით შეხვდება. მომავალი წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „სმარტის“ მეორე სუპერმარკეტი გაფრენის ზონაშიც გაიხსნება და წლის ბოლომდე კიდევ 10-მდე „სმარტი“ გახდება მოგზაურობის დროს ერთგული თანამგზავრი როგორც აჭარასა და იმერეთში, ისე დედაქალაქში.

ბაკურიანში დამსვენებლებს კი განსაკუთრებულად გაახარებთ ის, რომ გასულ კვირას „სმარტის“ სუპერმაკეტი ბორჯომში, აღმაშენებლის გზატკეცილზე არსებულ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზეც გაიხსნა და ახლა უკვე მოგზაურები არა მხოლოდ უახლესი ევროპული ხარისხის ბენზინითა თუ დიზელით და ავტოგაზით მართავენ ავტომობილს, არამედ „სმარტის“ ექსკლუზიურ პროდუქტებს და „ტრუჩილოს“ იტალიურ ყავას აგემოვნებენ „დანკინის“ ამერიკული რესტორნის მენიუსთან ერთად. შესაბამისად, „ვისოლის“ კომბინირებული სადგური ბორჯომში შესვენების კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი გახდა. თან 25 დეკემრიდან 2 იანვრის ჩათვლით მსგავს მულტიფუნქციურ სადგურებზე „ვისოლში“ 20 ლიტრი საწვავის შეძენისას მომხმარებლები „სმარტში“ „ტრუჩილოს“ ამერიკანოს მიიღებენ საჩუქრად.

ახალგახსნილი „სმარტის“ სუპერმარკეტის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის ობიექტზე ახლა უკვე 20-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

„მოხარული ვართ, რომ “სმარტი” 2023 წელს 33 სუპერმარკეტითა და განვითარების ამბიციური გეგმებით შეხვდება. „სმარტი“ ქსელის განვითარებას “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე განაგრძობს და მომავალი 2 წლის მანძილზე ჯამში 50-მდე ობიექტზე შესთავაზებს მომხმარებლებს გზად საჭირო პროდუქტების ფართო არჩევანს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჯამში 1000-მდე ადამიანს დაასაქმებს. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, „ვიანორის“ ავტომომსახურების სივრცეს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს და მოგზაურობის დროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის, რაც ჩვენი ჯგუფის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ბაზარზე” აცხადებს “ვისოლისა“და “სმარტის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს დაიწყო.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო