კახა კალაძე - არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არაა, ეს არის დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი გახლავთ - თუ მას პრეზიდენტი შეიწყალებს, ეს ძალიან მძიმე იქნება პირადად მისი კარიერისთვის

საერთოდ ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანა როგორც განუბაჟებელი საქონელი, დაწყებული აქედან, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს - ეს პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის უმძიმესი იქნება.

„არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. საერთოდ ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანა როგორც განუბაჟებელი საქონელი დაწყებული აქედან, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტი და ხელშეკრულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართოს პიარ-კამპანია. ყველა დამნაშავემ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ზოგადად მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება მე არ ვიცი ეს ალბათ პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ", - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ასევე, 4 იანვარს დაგეგმილ აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესეც სპექტაკლის ნაწილია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო