ბექა ლილუაშვილი - ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, ცალსახად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პასუხისმგებლობის აღება უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის დემოკრატიზაციის გზაზე უკუსვლაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაზე, ასოცირების პროცესის „სამეულში“, რომელშიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შედიან, ლიდერის, ინიციატორის პოზიციის დაკარგვაზე. ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ივანიშვილი პასუხისმგებელია იმაზეც, რაც ხდება „ჩვენს პარტნიორებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან მიმართებაში“.

„დღეს ვინ არის ქვეყნის არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი? ხელისუფლების რომელი ნაწილი? ვინ პერსონალურად? ადამიანების რა ჯგუფი? აქ არის საუბარი იმაზე, რომ ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება, ბუნებრივია, ცალსახად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, იქიდან გამომდინარე, რომ ცალკე აღებული ცხადია, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არც პრემიერ-მინისტრი, არც მითუმეტეს პარლამენტის თავმჯდომარე, სხვა არ არის ამ პროცესზე პასუხისმგებელი. ისინი არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ ექვემდებარებიან ივანიშვილს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გარდა ამისა, პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ განცხადებები ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი ინსტრუქტაჟის შედეგია.

„ვინმეს ჰგონია ამ საზოგადოებაში, რომ რეალურად ბატონი სუბარი და ბევრნი [„ხალხის ძალის“ წევრები] თვითონ იღებენ ამ გადაწყვეტილებებს? ეს ხომ პირდაპირი ინსტრუქტაჟის შედეგია, რაც ხდება ხომ?!“ - აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას მიერ თავისი პარტიის წარმომადგენლებთან გაკეთებულ განცხადებებს, სამთავრობო ექსპერტებიდან დაწყებული სახელისუფლებო პირებით დასრულებული, რეაქციების მთელი კასკადი მოჰყვა.

„ამ თემაზე რეაქციების ეს ხარისხი გამოხატავს პირველ რიგში იმას, რომ ეს პოზიცია აბსოლუტურად ასახავს რეალობას. გეტყვით რატომ - მათ ძალიან კარგად, მკაფიოდ იციან, რა ინფორმაციის მატარებელია გიორგი გახარია და რა დონის განსხვავებული განწყობების და აღქმების გამოწვევა შეუძლია მის მიერ წარმოთქმული მსგავსი შინაარსის სიტყვებს. იმიტომ, რომ ის იყო ამ ყველაფრის ნაწილი, ძალიან კარგად იცნობს პერსონალურადაც ბიძინა ივანიშვილს და ძალიან კარგად იცის ამ სისტემის არქიტექტონიკა, ანუ როგორ ფუნქციონირებს. მაგ რეაქციების ხარისხი პირველ რიგში იზომება, იმით, რომ ეს შეფასებები, რასაც თქვენ უწოდებთ, და ჩვენთვის ეს უბრალოდ ფაქტების კონსტატაციაა, ჭეშმარიტებასთან რაოდენ ახლოს დგას“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო