მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივ პროექტს ,,მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელებაში“ გაეცნო.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ცინცაძემ და განათლების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსმა თამარ თოლორაიამ წარუდგინეს.

„პროექტი ემსახურება მუნიციპალური შესაძლებლობების მხარდაჭერას სოციალურად დაუცველი და ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და მათი ჩართულობის გაუმჯობესების საკითხებს. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის მხრიდან სტრატეგიის შემუშავება და შემდგომში მისი განხორციელების საკითხები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა