მიხეილ სარჯველაძე - ობიექტური წინაპირობები იმისა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია შეცვალოს, არ არსებობს

ობიექტური წინაპირობები იმისა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია შეცვალოს, ობიექტურად არ არსებობს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოზიცია, რაც ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა, არის სწორი და მართებული და არ არსებობს ობიექტური გარემოება, რამაც პრეზიდენტს საკუთარი პოზიციის შეცვლა შეიძლება აიძულოს.

"მართებული და არგუმენტირებული იყო პრეზიდენტის ის პოზიცია, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოხატა.

არსებობს თუ არა მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალოს? - პირადად არ მგონია, რომ ამის რაიმე ობიექტური მიზეზი არსებობს!

ადგილი აქვს ცალკეული ადამიანების მცდელობებს, ვითარება იმდაგვარად წარმოაჩინონ, თითქოს გარემოებები თვისობრივად შეცვლილია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო