ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი

მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი. აქედან გამომდინარე, ჯობს დღეს კონცენტრირებულები ვიყოთ მთლიანად იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ეშინია თუ არა ხელისუფლებას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

მისი თქმით, როდესაც საუბარი ეხება რეციდივისტის შეწყალებას, პოლიტიკური იმიჯი თავისთავად დაზიანდება და აქ მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით მუქარა არაფერ შუაში არ არის.

„დღეს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას. მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი. აქედან გამომდინარე, ჯობს დღეს კონცენტრირებულები ვიყოთ მთლიანად იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას - ეს არის ეკონომიკა, ეს არის განათლება, ეს არის სხვა საკითხები, რომელზეც დღეს პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმიჯს, იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი მისი იმიჯისთვის, იმიტომ, რომ განსხვავებით თუნდაც იმ უმძიმესი პატიმრებისგან, რომლებიც მან თავის დროზე შეიწყალა, სააკაშვილს აქვს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები ჩადენილი, მათ შორის, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი პრემიერის მიერ ანგარიშის წარდგენას, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს საკითხი პროტოკოლის სამსახურს ეხება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ვიღაცები ცდილობენ რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ჩაითრიონ კინკლაობაში პრეზიდენტთან, რასაც ისინი არ აჰყვებიან.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი