საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორი მარნეულში მცხოვრები რაშად ორუჯოვი გახდა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორი მარნეულში მცხოვრები რაშად ორუჯოვი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაშად ორუჯოვმა, 55 კგ წონით კატეგორიაში, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

„22-25 დეკემბერს, ბათუმში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა რაშად ორუჯოვმა და 55 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.

აღსანიშნავია, რომ რაშად ორუჯოვი მარნეულის სპორტული სკოლის ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენია, რომელიც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ ნაკრებში ირიცხება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო