ლევან დავითაშვილი - ევროპულ ოჯახს ნამდვილად ვუახლოვდებით იმ თანმიმდევრული, მიზანმიმართული პოლიტიკით, რომელსაც ვეწევით კომპლექსურად ყველა მიმართულებით

ჩვენ ევროპულ ოჯახს ნამდვილად ვუახლოვდებით იმ თანმიმდევრული, მიზანმიმართული პოლიტიკით, რომელსაც ვეწევით კომპლექსურად ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კერძოდ რა გადაწყვეტილებებს გულისხმობს ის, როდესაც ევროპასთან დაახლოებას გულისხმობს, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ეხება საქართველოს ვალდებულებების შესრულებას DCFTA-ის ფარგლებში, სადაც სახელმწიფოს შესრულებული აქვს 60%-ზე მეტი და ცალსახა ლიდერია, რომელიც „ყველა ობიექტურ ანგარიშში არის მკაფიოდ აღნიშნული“.

„საქართველო ევროპულ ბაზართან ინტეგრაციის კუთხით არის მოწინავე და იგივე, DCFTA-ის ვალდებულებების შესრულების კუთხით და „ასოცირების ტრიოს“ შორის საქართველო არის ასევე მოწინავე. ისე, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც განაცხადი გააკეთეს ევროკავშირში წევრობაზე, საქართველო ნამდვილად ყველაზე ძლიერი აპლიკაციით გამოირჩეოდა, ეს აღნიშნულია ექსპერტების მიერ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აქაც საქართველო ყველაზე აქტიურად მუშაობდა.

„რაც შეეხება 12 რეკომენდაციას თუ პრიორიტეტს, რომელიც ევროპულმა საბჭომ განუსაზღვრა საქართველოს - აქაც საქართველო ყველაზე აქტიურად მუშაობდა იმიტომ, რომ ასეთივე რეკომენდაციები განესაზღვრა წევრობის მსურველ დანარჩენ ქვეყნებსაც, მათ შორის მოლდოვას და უკრაინასაც. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვიმუშავეთ, საქართველოს პარლამენტმა იმუშავა ძალიან აქტიურად და აქაც ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორების რჩევებს. ზოგიერთი საკანონმდებლო ინიციატივის საბოლოოდ დასამტკიცებლად ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის შესაბამის შეფასებებს და დასკვნებს. ეს იყო რჩევა, რომ ჩვენ კი რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან აქტიურად და დროში ძალიან ხანმოკლე პერიოდში მოვამზადეთ, ნაწილობრივ ზოგიერთი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დამტკიცებულია. ნაწილობრივ არის მიღებული რამდენიმე ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა და მიღების პროცესშია, თუმცა ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება ელოდება ვენეციის კომისიის შესაბამის დასკვნებს და ეს იყო ჩვენი გააზრებული გადაწყვეტილება“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს