ალეკო ელისაშვილი - პატივი უნდა სცე კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუციას, ყველაფერი გააკეთო ჯეროვნად და არა ისე, რომ სკამს ფეხი მოახერხო, გვერდზე გაწიო ან ჭიკარტი დადო - საბავშვო ბაღია, რასაც დრო და დრო „ქართული ოცნება" ავლენს!

პატივი უნდა სცე კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუციას და ყველაფერი გააკეთო ჯეროვნად და არა ისე, რომ სკამს ფეხი მოახერხო, სკამი გვერდზე გაწიო ან ჭიკარტი დადო - საბავშვო ბაღია და სხვა არაფერი, რასაც დრო და დრო "ქართული ოცნება" ავლენს! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, არის როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ასევე საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წარმმართველი.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, "ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ღონისძიებაზე სკამი სწორად მდგარიყო და საკითხი სალაპარაკო არ გამხდარიყო".

„მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის აზრები ბევრ შემთხვევაში ერთმანეთს არ დაემთხვა, ჩვენ ვხედავთ, როგორ უხერხულად იქცევა ხელისუფლება პრეზიდენტთან მიმართებაში. მაგალითად გვახსოვს, როცა საქართველოში ილჰამ ალიევი ჩამოვიდა, პრეზიდენტი საერთოდ საქმის კურსში არ იყო. ახლა ეს ინციდენტი... ეს არის ფაქტი იმისა, რომ "ქართული ოცნება" ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი პოზიციით, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესით. გუშინდელი ინციდენტიც სწორედ ამის გაგრძელებაა. "ქართული ოცნება" პრეზიდენტს უყურებს არა სახელმწიფოებრივად, არა ინსტიტუციურად, არამედ დაბოღმილისა და ღვარძლიანის პოზიციიდან - არ მოვიწვიოთ, სკამი არ დავუდგათ! ეს არის ხელისუფლების უშნო საქციელი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს არ დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „ელჩების კონფერენციას“ პრეზიდენტი იმის გამო არ დაესწრო, რომ პროტოკოლმა პრეზიდენტს პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო