ირაკლი ქარსელაძე ანაკლიის პორტზე - სახელმწიფოს ჩართულობა იქნება უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში სახელმწიფოს ჩართულობა პროექტის განსახორციელებლად ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება.

როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე შექმნილია პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის პროექტი.

„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით დაწინაურებულები ვართ იმ მიმართულებით, რომ პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის პროექტი უკვე მომზადებულია.

როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყება, აღნიშნული გზის და რკინიგზის განვითარება აღარ დაელოდება პროექტის მომზადებას და მომზადებული პროექტით განხორციელდება.

სახელმწიფო იყო აღნიშნული პროექტის ინიციატორი. სახელმწიფოს ყოველთვის უნდოდა, უნდა და ენდომება აღნიშნული პროექტის განხორციელება, უბრალოდ ამისთვის საჭიროა, რომ განმახორციელებლები სრულად ჩართულნი იყვნენ და ვალდებულებების ფარგლებში ავითარებდნენ პროექტს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩართულობა, ვფიქრობთ, იქნება უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდეს”,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო