აჭარის უმაღლეს საბჭოში, გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

აჭარის უმაღლეს საბჭოში, ქალთა მეწარმეობის წამახალისებელი გამოფენა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, აჭარის მუნიციპალიტეტებიდან, 20-ზე მეტი მეწარმე ქალის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ექსპოზიციაზე ძირითადად წარმოდგენილი იყო - ხელნაკეთი ნივთები და სასურსათო ნაწარმი.

„გამოფენის მიზანია მეწარმე ქალების წახალისება, თანადგომა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და ახალი იდეების მოტივირება. უმაღლესი საბჭო აქტიურად მუშაობს აჭარის მუნიციპალიტეტებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გათვალისწინებულია გენდერული ბიუჯეტირების საკითხები, სხვადასხვა პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც არაერთ მეწარმე ქალს მიეცემა საკუთარი იდეების გენერირების, სამეწარმეო უნარების განვითარების საშუალება“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ხალვაშმა.

გამოფენა აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში