ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, საახალწლო კვირეულის ფარგლებში, საახალწლო სპექტაკლის - „ნატვრა“ ჩვენება გაიმართა.
ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ფერიები, ჯადოქრები, ელფები, სანტა კლაუსი და სხვა ზღაპრული პერსონაჟები ბავშვების წინაშე წარსდგნენ და ჯადოსნური სანახაობა წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლისადმი მიძღვნილი აქტივობები მარნეულში 20 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 30 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ღონისძიებების ფარგლებში, გრანდიოზული საახალწლო კონცერტით დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.